Wednesday, April 29, 2009

მცხეთა

<
  მცხეთა ოდიდგანვე სატახტო ქალაქს წარმოადგენდა. ის საქართველოს სულიერ ცენტრად ითვლებოდა. მას მეორე იერუსალიმსაც უწოდებდნენ. ამის მიზეზი კი მის გულში დაფლული უფლის კვართია, რომელიც საქართველოში მცხეთელი ებრაელების წყალობით მოხვდა.
  მცხეთაში მტკვრისა და არაგვის შესართავთან მოინათლნენ მეფე, დედოფალი და სრულიად ქართველნი. მადლიერმა მეფემ მცხეთის გულში, სადაც კვართი ასვენია, ტაძრის აგება განიზრახა. ხუროებმა ნაძვის ხისაგან 7 სვეტი დაამზადეს. ექვსი აღმართეს, მეშვიდეს აღმართვა წმინდა ნინოს ლოცვით ზეციდან ნათლით მოსილმა ჭაბუკმა შესძლო, სვეტი გაბრწყინდა და ჰაერში დაეკიდა. ის ავადმყოფებს კურნავდა. ამ სასწაულის გამო ტაძარს სვეტიცხოველი უწოდეს. სვეტიცხოვლიდან საუკუნეების განმავლობაში მირონი მოედინებოდა; მაგრამ მე-17 საუკუნეში შაჰ-აბასის ბრძანებით დაიწყეს კვართის ძიება და ტაძრის გათხრა, ღვთის განგებით ვერ იპოვეს, მთხრელები კი დაბრმავდნენ. ამის შემდეგ მირონდენა შეწყდა.
  სვეტიცხოვლის სასწაულთან დაკავშირებით დღესასწაული ძველი სტილით 1 ოქტომბერს, ახალი სტილით კი 14 ოქტომბერს აღინიშნება და ხალხში ”სვეტიცხოვლობას” ეძახიან.

No comments:

Post a Comment